DAZN: მოურინიო კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს

DAZN: მოურინიო კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, მბაპე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს ოქროს ბურთს, თუ მისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე, წარმატებას მიაღწევს.

"ვფიქრობ, ფეხბურთელმა არ უნდა მიიღოს "ოქროს ბურთი", თუ მისი გუნდი წარმატებით არ გამოირჩევა. მე რომ ვირჩევდე ამ ნომინაციაში გამარჯვებულს, პრიზს მივაკუთვნებდი იმას, ვინც გუნდთან ერთად რაღაც შედეგს დადებდა. თუ "პარი სენ-ჟერმენი" უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ვერ მოიგებს, მაშინ მბაპე არ უნდა განიხილებოდეს "ოქროს ბურთის" კანდიდატად."

"ეს არის იმ ადამიანის ნააზრევი ვისთვისაც გუნდური თამაში პირველ ადგილზე დგას, ვისთვისაც ინდივიდუალიზმი მეორე პლანზეა გადაწეული. სიმართლე რომ ვთქვა, მე მბაპეს როგორც გუნდურ მოთამაშეს ისე აღვიქვამ. იგი არ ფიქრობს "ოქროს ბურთის" მიღებაზე. მას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს, რაც მის მონაგარში დამატებით პუნქტად აისახებოდა."
-ციტირებს გამოცემა DAZN ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.