«მანჩესტერ იუნაიტედი» დუგლას კოშტას შეძენას ცდილობს

BBC-ს ცნობით წითელი ეშმაკები 29 წლის ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 27 მილიონ ფუნტს იხდიან, ხოლო იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 36 მილიონის მიღება სურთ.
დუგლას კოშტას მოქმედი კონტრაქტი ბებერ ქალბატონთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 24 მილიონ ევროს შეადგენს.
ბრაზილიელი გარემარბი კუნთის ტრავმის გამო ამ მომენტისთვის ლაზარეთში იმყოფება.
2019/20 წლების სეზონში «იუვენტუსის» მაისურით დუგლას კოშტამ ჯამში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა ირიცხება.