ნავასი : გუნდმა ეს შედეგი დაიმსახურა

ნავასი : გუნდმა ეს შედეგი დაიმსახურა საფეხბურთო კლუბ "სევილიას" უკანახაზელი ხესუს ნავასი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ევროპის ლიგის ტურნირზე მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა.

"გუნდმა ეს დაიმსახურა. ჩვენ ამისათვის მთელი წელი ვიბრძოდით, გადავიტანეთ ძალიან მძიმე დრო, ისევე როგორც ყველამ. ამ შედეგამდე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. გულშემატკივარი ამას იმსახურებდა. ის ვისაც ფეხბურთი უყვარს, ისევე როგორც ჩვენ, მისგან სიამოვნებასაც უნდა იღებდეს."

"შესაძლებელია, ჩემთვის როგორც კაპიტნისთვის ამ ტიტულის დაუფლება დამატებითი განცდების მქონეა. ეს ეხება იმ ბიჭებსაც ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ არის მაგალითად - რეიესი. ლოპოტეგი 24 საათის მანძილზე თავდაუზოგავად შრომობს. მან ამ გუნდისგან მაქსიმუმი გამოწურა."
-ციტირებს გამოცემა Football Italia ხესუს ნავასის სიტყვებს.

შეგახსენებთ, "სევილია" ისტორიული მიღწევით გამოირჩა. გუნდი მეექვსედ გახდა ხსენებული ტურნირის გამარჯვებული. (2005-2006, 2006-2007, 2013-2014, 2014-2015, 2015-2016, 2019-2020 წლებში)

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ