ატლეტიკოს პრეზიდენტი - ეს არ იყო ჩვენი საღამო

"აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. ჩვენი თამაში ვერ შედგა, სწორედ ამიტომ ახლა სახლში მივემგზავრებით. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ამის შესახებ მუდამ ვსაუბრობ. ეს არ იყო ჩვენი მატჩი, ეს არ იყო ჩვენი საღამო. არ გაგვიმართლა, როდესაც მათ შეძლეს და ორჯერ დალაშქრეს ჩვენი კარები, ასევე არ გაგვიმართლა იმ მოცემულობაშიც რაშიც აღმოვჩნდით."
"რაც შეეხება დიეგო სიმეონეს საკითხს. მას ჩვენი გუნდის დონე უჭირავს. თუკი ვინმე განიხლიავს სასტარტო შემადგენლობას, დაე თავად შექმნან გუნდი და იმუშაონ"-ციტირებს გამოცემა Mundo Deportivo ენრიკე სერესოს სიტყვებს.