ჰანდანოვიჩი : მესამე გატანილმა გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა

ჰანდანოვიჩი : მესამე გატანილმა გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა მილანის "ინტერის" კარის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩი, ევროპის ლიგის ფინალურ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, 21 აგვისტოს გამართულ პაექრობაში "სევილიამ" იტალიური კლუბი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და საჩემპიონო თასსაც დაეუფლა.

"ეს არის ძალიან დიდი იმედგაცრუება, თუმცა აუცილებელია, რომ წინსვლა განვაგრძოთ. როგორც ადრე ვამბობდი, ეს არის საწყისი წერტილი. იმედს ვიტოვებ წინ უამრავი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ბევრი სახიფათო მომენტი გვქონდა, თუმცა იყო ისეთებიც, სადაც უკეთ თამაში მოგვეთხოვებოდა."

"ფინალში გავიდა ორი გახსნილი გუნდი, რომლებიც შემტევი ფეხბურთის მოყვარულები არიან. მეორე ტაიმში უკეთ უნდა მოგვეხდინა ბურთზე კონტროლის დაწესება, რადგანაც "სევილიას" ფეხბურთელებს დაღლა ეტყობოდათ, ჩვენ კი მარაგში კვლავ გვქონდა "საწვავი" დარჩენილი. მესამე გოლი წმინდა წყლის გამართლებაა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. "სევილიამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რა რთულია ამ გუნდის დამარცხება. დასკვნების გაკეთებაა საჭირო."
-ციტირებს გამოცემა Sky Sport Italia სამირ ჰანდანოვიჩის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.