[კომენტარები] «სევილია» 3 — 2 «ინტერი»

[კომენტარები] «სევილია» 3 — 2 «ინტერი» ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს «სევილია» და «ინტერი» დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, საბოლოოდ კი 3:2 ესპანურმა კლუბმა გამარჯვება მოიპოვა.

«ინტერის» მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, დღევანდელი შეხვედრა შეაჯამა.

— რთული, თუმცა თანაბარი მატჩი იყო. მეორე ტაიმში შეხვედრის ბედი ერთადერთ ეპიზოდს შეიძლება გადაეწყვიტა. რამდენიმე მომენტი გვქონდა, შემდეგ ძალიან არ გაგვიმართლა. ახლა სინანულის მიზეზი არ მაქვს. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ დღეს გადამწყვეტი როლი გამოცდილებამ შეასრულა.

უპირველეს ყოვლისა, ამ მომენტში ჩემმა ფეხბურთელებმა იმაზე უნდა იფიქრონ რამხელა მოცულობის სამუშაო შეასრულეს სეზონის განმავლობაში. რამდენად მოუმატეს თამაშს. ფინალში გასვლა მოახერხეს. ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო ღირებული გამოცდილება. გზა უნდა განაგრძონ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი უნდა იყვნენ»
,

«სევილიას» მთავარი მწვრთნელი «ინტერთან» 3:2 ანგარიშით გამარჯვების შემდეგ ასე აფასებს მატჩს.

— წარმოუდგენელი ემოციაა, ჩვენ ვიმუშავეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ ისეთ ფანტასტიკურ გუნდთან, როგორიც «ინტერია». ბოლო სამ თვეში გაწეული მძიმე სამუშაოს შემდეგ უსაზღვროდ ბედნიერები ვართ.

ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. ფეხბურთელებს სწამთ, რომ გაწეულმა სამუშაომ ფუჭად არ ჩაიარა. რომც ვერ მოგვეგო მაინც მზად ვიყავი ამ ბიჭებს სიყვარულში გამოვტყდომოდი. სახლში თასით ვბრუნდებით. რწმენა არ დაგვიკარგავს. როგორც ჩვენი ჰიმნის ტექსტშია, ეს გუნდი არასდროს ნებდება.

ჯერ კიდევ გასული მატჩების შემდეგ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შესანიშნავად იბრძვიან ეს ბიჭები. ნებისმიერ სირთულეს გადალახავენ. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ!

ზღაპრული გუნდი გვყავს. ვიმედოვნებ ყველა გულშემატკივარი აღნიშნავს გამარჯვებას, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაცვით. ყველას გვჭირდება დღესასწაული. გულშემატკივრებს, ანტონიო პუერტეს ხსოვნას, ყველას ვისაც ვუყვარვართ»
.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.