«სევილიამ» ევროპის ლიგის რეკორდი დაამყარა

«სევილიამ» ევროპის ლიგის რეკორდი დაამყარა «სევილია» ევროპის ლიგის ფინალურ ეტაპზე «ინტერს» დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ უეფას თასის ჩათვლით, ესპანური კლუბისთვის ეს მეექვსე გამარჯვებაა აღნიშნულ ტურნირზე.

ამრიგად «სევილიამ» ტურნირზე ფინალში გამარჯვებების რეკორდი დაამყარა — გაცნობებთ, რომ იუვენტუსს, ლივერპულს, ინტერსა და ატლეტიკოს სამ-სამი გამარჯვება აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ლიგის 11 გათამაშებიდან 6 შემთხვევაში ესპანური კლუბი გახდა გამარჯვებული. სამჯერ მოახერხა ტიტულის მოგება უნაი ემერიმ («სევილია»), თითო-თითოჯერ თასის მოპოვება კიკე სანჩეს ფლორესმა («ატლეტიკო»), რაფაელ ბენიტესმა («ჩელსი») და ხულიენ ლოპეტეგიმ («სევილია») მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების ევროპის ლიგის გამარჯვებული «სევილია» უეფას სუპერ თასზე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს «მიუნხენის ბაიერნს» ან «პსჟ»-ს შეხვდება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.