ზიდანი : ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს

ზიდანი : ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ პაექრობას, ზინედიზ ზიდანი გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარული ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მოახლოებულ მატჩში ფავორიტი არ არსებობს და ორივე გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში ასპარეზობა. ამ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი არ არსებობს. ამ დღეს აუცილებელია, მოწოდების სიმაღლეზე იყო. ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი ხვდება. ფინალში გასვლა - ეს შემთხვევითობა არ არის. ნებისმიერი გუნდი, ვისაც კი ფინალში გაუღწევია იგი ამას იმსახურებდა. ამ ტურნირზე უმაღლესი კონკურენცია არსებობს. "პარი სემ-ჟერმენმა" ფინალის საგზური დაიმსახურა. ფრანგული ფეხბურთისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის. განსაკუთრებულია, როდესაც ნაციონალური გუნდი ტურნირის ამ სტადიამდე გასვლას ახერხებს."-ციტირებს გამოცემა Telefoot ზინედინ ზიდანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ