ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი ტრავმირებულია

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი ტრავმირებულია «ლივერპულის» ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და წინა სასეზონო მოსამზადებელ პერიოდს მთლიანად გამოტოვებს.

წყაროს ცნობით ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა გუნდური ვარჯიშის დროს და უახლოეს დღეებში სარეაბილიტაციო პროცესს დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში «ლივერპულის» მეტოქე «ლიდს იუნაიტედი» იქნება, შეხვედრა 12 სექტემბერსაა ჩანიშნული.

«ლივერპული» გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდა. წითლებისთვის 30 წლის განმავლობაში პირველი აღმოჩნდა. იურგენ კლოპის შეგირდებმა 38 ტურში 99 ქულის მოგროვება მოახერხეს და სატურნირო ცხრილის უახლოეს მდევარს «მანჩესტერ სიტის» 18 ქულით გაუსწრეს. პირველ ოთხეულში მოხვდნენ «მანჩესტერ იუნაიტედი» და «ჩელსი».

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.