გარი ლინეკერი ლიონელ მესიზე საუბრობს

გარი ლინეკერი ლიონელ მესიზე საუბრობს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი ბრიტანულ ტელევიზიაში წამყვანად მომუშავე გარი ლინეკერი Talk Sport-თან ინტერვიუში ლიონელ მესის კატალონიის ბარსელონადან სავარაუდო წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

«ძალიან სამწუხაროა, რადგან ბარსელონა ინარჩუნებდა დიდებული ფეხბურთელების თაობას, რომლებმაც უამრავი ტიტული მოიგეს. თუმცა წლები თავისას შვრება. კუმანს წინ რთული სამუშაო აქვს, ეს იქნება მასშტაბური გარდამავალი პერიოდი.

თუ მესი არ დარჩება კატალონიელებისთვის ძალიან სამწუხარო იქნება. ასევე საწყენი იქნება თუ კარიერის ბოლო წლებს საშუალო დონის გუნდში გაატარებს»
, — თქვა ლინეკერმა Talk Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ლიონელ მესის ბარსელონადან წასვლის შესახებ ინფორმაცია, კლუბიდან, სადაც არგენტინელმა მთელი კარიერა გაატარა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.