ნიკოლო სკირა: ზლატანი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნიკოლო სკირა: ზლატანი კონტრაქტს გაახანგრძლივებს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, twitter-ის საკუთარ გვერდზე საინტერესო სიახლეს აქვეყნებს. მისი განცხადებით "მილანმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ხსენებული ფეხბურთელი არსებულ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

წყაროს მტკიცებით, 38 წლის მოიერიშე წლიური გასამრჯელოს სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტი ითვალისწინებს ბონუსებსაც. შეგახსენებთ, ფეხბურთელი და მისი აგენტი მინო რაიოლა სწორედ ამ მოთხოვნას აყენებდნენ. აქვე, აგენტი აღნიშნავდა, რომ ზლატანი მილანურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.


ნიკოლო სკირა, გარდა ზემოხსენებული ინფორმაციისა, კიდევ ერთ სიახლეს ავრცელებს. "როსონერის" დაემშვიდობება ნახევარმცველი ლუკას ბილია. ეს უკანასკნელი "ტორინოს" რიგებში, არენდის ხელშეკრულებით იასპარეზებს. კიპერი პეპე რეინა კი "ვალენსიას" მიაშურებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2020 წელს შეუერთდა მილანურ კლუბს. იგი თავისუფალი აგენტი იყო. გასულ სეზონში შვედმა ფეხბურთელმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 10 გატანილი გოლით. 3 ოქტომბერს ხსენებული ფეხბურთელი 39 წლის ხდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.