მანჩესტერ სიტი კალიდუ კულიბალში €63 მილიონს იხდის

როგორც ჟურნალისტი ტანკერდი პალმიერი იტყობინება ტვიტერის საკუთარ გვერდზე, ქალაქელებმა 29 წლის სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ უკვე გააკეთეს € 63 მილიონი ევროს შეთავაზება. იტალიური კლუბი მზადაა კალიდუს დაშორდეს, თუმცა სავარაუდოდ სენეგალელის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონით მეტს მოითხოვენ.
Manchester City have offered 63m€ for Koulibaly.
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) August 14, 2020
Napoli open to sell, expecting to hold only for few millions more
(but wouldn’t make more sense at this point to bid for Upamecano?)
სიტის გარდა 29 წლის ფეხბურთელით დაინტერესებული მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და პარი სენ-ჟერმენია.
კალიდუ ნაპოლის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. 2019/20 წლების სეზონში სენეგალელმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ნეაპოლური გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილს დასჯერდა, უკანასკნელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად კლუბმა ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია.