DAZN: მოურინიო ფინალურ ორთაბრძოლას გამოეხმაურა

"მე ამას ჩავარდნად აღვიქვამ. "პარი სენ-ჟერმენს" უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი ჯერ კიდევ ორი სეზონით ადრე უნდა მოეგო. ბოლო ხუთი-ექვსი წლის მანძილზე, ამ გუნდმა გიჟური ფინანსური რესურსები გაიღო. ფეხბურთელების ჩამონათვალი კი მართლაც ტოპ-კლასის არის. ეს, რა თქმა უნდა, მათი ოცნებაა. გუნდი პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სწორედ ასეთ მომენტებში შეუძლიათ მათ გაფურჩქვნა. სწორედ ამიტომ "ბავარიამ", მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდია, უნდა იფიქროს, რომ პარიზელები მათ ცხოვრებას გაურთულებენ."-ციტირებს მოურინიოს სიტყვებს გამოცემა DAZN
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.