FIDE: მაგნუს კარლსენმა ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა

FIDE: მაგნუს კარლსენმა ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ონლაინ ტურნირის Magnus Carlsen Chess Tour-ის გამარჯვებული გახდა. მეშვიდე დღეს ფინალურ ორთაბრძოლაში კარლსენმა ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ამ დრომდე ორივე მოჭადრაკეს თანაბარი 3-3 ქულა ჰქონდათ.

პირველი ოთხი შეხვედრის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო. ბლიც თამაშებში, მოჭადრაკეებმა თანაბარი რაოდენობით იმარჯვეს. ფრედ დასრულდა ეგრედ წოდებული "არმაგედონიც", თუმცა ვინაიდან კარლსენი შავი ფიგურებით თამაშობდა, გამარჯვებაც მას დარჩა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში მაგნუს კარლსენმა, ჩინელი დიდოსტატი დინგ ლირენი დაამარცხა ანგარიშით 3:1. საკუთარ ორთაბრძოლაში ჰიკარუ ნაკამურამ რუსეთის წარმომადგენელს დანიელ დუბოვს სძლია (3-0).

FIDE: მაგნუს კარლსენმა ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა

გრანდ-ფინალის საპრიზო ფონდი 300 000 ამერიკული დოლარი იყო. ამ თანხიდან 140 000 დოლარი გამარჯვებულს ხვდა წილად.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.