UEFA : გნაბრი "კვირის მოთამაშედ" დასახელდა

UEFA : გნაბრი  "კვირის მოთამაშედ" დასახელდა როგორც უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, კვირის მოთამაშედ დასახელდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში, სადაც მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგულ "ლიონს" უპირისპირდებოდა, სერჟ გნაბრი ორი გატანილი გოლის ავტორი გახდა. საბოლოო ჯამში გერმანიის "რეკორდმაისტერმა" ხსენებული ორთაბრძოლა ანგარიშით 3:0 მოიგო.

ხსენებულ ნომინაციაზე სხვა კანდიდატები იყვნენ : ანხელ დიმარია, რობერტ ლევანდოვსკი და ნეიმარი, თუმცა ხმის დათვლის შემდეგ გამარჯვება სერჟ გნაბრის ხვდა წილად.

20 აგვისტოს გავრცელებული ცნობის თანახმად, ევროპის ლიგის "კვირის ფეხბურთელი" მილანის "ინტერის" შემტევი ლაუტარო მარტინესი გახდა. დონეცკის შახტართან მატჩში (5:0), 22 წლის ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა. ასევე გამოირჩა ერთი საგოლე პასითაც.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.