ჟოზე მოურინიო: «იოშუა კიმიხი ფენომენალური ფეხბურთელია»

ჟოზე მოურინიო: «იოშუა კიმიხი ფენომენალური ფეხბურთელია» «ტოტენჰემის» მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ცნობილ სპორტულ პორტალ GOAL-თან ინტერვიუში მიუნხენის «ბაიერნის» უნივერსალზე, იოშუა კიმიხზე, ისაუბრა.

«კიმიხს ტოპ პირველ მარჯვენა, მარცხენა და ცენტრალურ მცველად მივიჩნევ. №6, №8, №10... გერმანელს შესაბამისი თამაშის ხარისხი აქვს, რათა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს!

ჩემი აზრით, იოშუა ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და აცნობიერებს, ამა თუ იმ პოზიციაზე როგორ უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, ის ფენომენალური, აბსოლიტურად ფენომენალური მოთამაშეა»
, – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში 25 წლის გერმანელმა მიუნხენის ბაიერნის მაისურით ჯამში 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ