გჟეგოჟ კრიხოვიაკი ფინალურ მატჩში "სევილიას" ქომაგობს

გჟეგოჟ კრიხოვიაკი ფინალურ მატჩში "სევილიას" ქომაგობს მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი, ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას გამოეხმაურა. მან სოციალური ქსელის twitter-ის მეშვეობით "სევილიას" ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. "წინ ჩემო "სევილია". კიდევ ერთი ფინალი, კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, მაგრამ იგივე მიზანი"-წერდა კრიხოვიაკი.


შეგახსენებთ, ზემოხსენებული ფეხბურთელი "სევილიას" ღირსებას 2014-2016 წლებში იცავდა. ესპანური გუნდის რიგებში მყოფი კრიხოვიაკი ორჯერ გახდა ევროპის ლიგის ჩემპიონი. ყოფილი კლუბის მიმართ მისი სიმპატიები გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს.

ევროპის ლიგის ფინალური მატჩი მილანის "ინტერსა" და ესპანურ "სევილიას" შორის 21 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეხვედრა გერმანიის ქალაქ კიოლნშია ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.