მაიკ დი'ენტონი უესტბრუკის დაბრუნებას არ ჩქარობს

«თანდერსთან» სერიის დაწყებამდე იწერებოდა, რომ უესტბრუკი შეიძლება მესამე მატჩში დაბრუნებულიყო. ტეხასელებმა დაპირისპირება დამაჯერებლად დაიწყეს და ორი შეხვედრიდან ორივეში გამარვების მოპოვება მოახერხეს.
«უესტბრუკის დაბრუნებას ფრთხილად ვეკიდებით. ის ძალიან მნიშვნელოვანია და სიტუაციის მიუხედავად მისი უბრალოდ ბრძოლაში ჩართვა არასწორია», – დი'ენტონის სიტყვებს ციტირებს Clutch Points-ი.
«ჰიუსტონ როკეტსი» მორიგ შეხვედრას «ოკლაჰომა-სიტი თანდერსთან» 23 აგვისტოს თბილისის დროით 02:00 საათზე გამართავს.