პოლ ჯორჯი კრიტიკოსებს უცენზუროდ პასუხობს

პოლ ჯორჯი კრიტიკოსებს უცენზუროდ პასუხობს «კლიპერსის» ფორვარდმა პოლ ჯორჯმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე კრიტიკოსებს უცენზურო სიტყვებით მიმართა.

«დალასთან» გამართულ მეორე შეხვედრაში ჯორჯმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავს «Playoff P»-ს უწოდებდა, 17-დან მხოლოდ 4-ის რეალიზება შეძლო. ტვიტერის მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს NBA-ს ვარსკვლავის დაცინვა. საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ სახელი «Pandemic P» ტრენდულიც კი გახდა სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

🗣Say it louder

A post shared by Paul George (@ygtrece) on


პოლ ჯორჯმა კრიტიკოსებს, რომლებიც მას დასცინიან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე შემდეგი სიტყვებით მიმართა: «ფეხებზე მკიდია ჩემზე ვინ რას ფიქრობს. ჯანდაბა, საერთოდ რატომ ფიქრობ ჩემზე».

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.