ნორტუგი: «ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს»

ნორტუგი: «ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს» ნორვეგიელმა მოთხილამურემ პეტერ ნორტუგმა პრეს-კონფერენციაზე, საგზაო პოლიციასთან მომხდარ ინციდენზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნორტუგი პოლიციამ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვისთვის გააჩერეს.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა მოთხილამურის სახლშიც აღმოაჩინეს კოკაინი.

«ნარკოტიკებთან და ფიქოტროპულ ნივთიერებებთან სერიოზული პრობლემები მაქვს. ეს აუცილებლად უნდა ვაღიარო. ადრე ამ ფაქტს სერიოზულად არ აღვიქვავდი და გარშემომყოფებს ვუმალავდი.

ყველაფერი კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. პირველად კოკაინი 2019 წელს გავსინჯე. ღამის წვეულებების დროს მოვიხმარდი. იყო პერიოდები, როდესაც ოთხი-ხუთჯერ ვიღებდი კვირაში. ჩემი ცხოვრების ფსკერზე დავეშვი და დახმარება მჭირდება.

რაც შეეხება ბოლოს მომხდარ ინციდენტს, ვაღიარებ, რომ 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ვმოძრაობდი და ამ ყველაფერს ვიდეოზე ვიღებდი. მომხდარი ძალიან უხერხულია ჩემთვის და იდიოტურად ჟღერს»
, — პეტერის სიტყვებს ციტირებს Dagbladet.

ყოფილმა მოთხილამურემ დაადასტურა, რომ ახლო მომავალში ყველა გეგმა გადაიდო. ძირითად დროს ოჯახთან გაატარებს და ნორმალური ცხოვრების რიტმში დაბრუნებას ეცდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.