The Telegraph: სანჩო "იუნაიტედში" გადასვლას არ ჩქარობს

სანჩოს სურს მანჩესტერულ გრანდში ასპარეზობა, მაგრამ მოვლენებს არ დააჩქარებს. აქედან გამომდინარე დორტმუნდში ფიქრობენ, რომ ხსენებული ფეხბურთელი მათ რიგებში მინიმუმ ერთი სეზონით კიდევ დარჩება.
გასულ სეზონში 20 წლის შემტევს საოცარი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. სანჩომ გერმანიის ჩემპიონატის 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა 17 გატანილი გოლით და 16 შედეგიანი გადაცემით. ხსენებული ფეხბურთელი მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.