ხაბიბმა მაკგრეგორთან რევანშის პირობები წამოაყენა

საინტერესოა თუ არა ჩემთვის კონორთან რევანში? გეტჯის შემდეგ ნებისმიერთან ვიჩხუბებდი, რომელიც დასტინ პორიეს დაამარცხებს, იქნება ეს კონორი თუ ტონი
თუ ასე არ მოხდება მაშინ ჟორჟ სენ-პიერს დაველოდები. ეს საუკეთესო ჩხუბი იქნებოდა, რადგან სენ პიერი ბოლოს 2007 წელს დამარცხდა, ხოლო ჩემი კარიერა 2008-ში დაიწყო. ჩვენ ორივეს ერთად 25 წლიანი წაუგებელი სერია გვაქვს.
არამგონია, რომ ახლო მომავალში ვინმემ ამგვარი ბრძოლის გამართვა მოახერხოს. თუმცა თუ სენ-პიერი დაბრუნებას არ გადაწყვეტს, მაშინ კონორმა პორიე უნდა დაამარცხოს და შემდეგ შევხვდებით, რადგან პორიე ამ მომენტისთვის მთავარი პრეტედენტია. მისი დამარცხება მოვახერხე, თუმცა ამის შემდეგ პორიემ ტოპ-5-ის მებრძოლი დაამარცხა (მიხაილ პოტაპოვი)
განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა.