საბერძნეთში «მანჩესტერ იუნაიტედის» კაპიტანი დააკავეს

წყაროს ცნობით მიკონოსას ერთ-ერთ ბარში მაგუაიერმა და მისმა ამხანაგებმა სხვა ინგლისელებთან ჩხუბი წამოიწყეს. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, მაგუაიერის კომპანიამ პოლიციაზე დაწყო შეტევა.
დაპირისპირების შედეგად ფეხბურთელი და მისი მეგობრები დაკავებულები არიან და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. Proto Thema გვამცნობს, რომ დაკავების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი მეგობრებთან ერთად პოლიციელების შეურაცხყოფას აგრძელებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მაგუაიერი «მანჩესტერ იუნაიტედში» 2019 წლის ზაფხულში ლესტერ სიტიდან გადმობარგდა. მანამდე ფეხბურთელი უიგანის, ჰალ სიტისა და შეფილს იუნაიტედის ღირსებას იცავდა. 2019/20 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატში მაგუაიერმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.