კონორ მაკგრეგორი UFC-ში ბრუნდება?

ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ირლანდიელმა ოთხი წლის წინანდელი სურათი გამოაქვეყნა, სადას ნეიტ დიაზთან ბრძოლისთვის მოსამზადებელ პროცესშია. შეგახსენებთ, რომ მაშინ შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით მაკგრეგორის სასარგებლოდ დასრულდა.
«იმ დღიდან დღეს ზუსტად 4 წელი გავიდა! კულისებს მიღმა, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოლოდინში. «მაკგრეგორი დიასის წინააღმდეგ — 2» ვაუ! შეიძლება კიდევ ერთხელ...», — წერს მაკგრეგორი.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ შეხვედრაში ირლანდიელმა დონალდ სერონე ნოკაუტით დაამარცხა. ჯამში მაკგრეგორს 26 გამართულ შეხვედრაში 22 გამარჯვება აქვს.