რიბეირო: ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენის" დატოვებას არ აპირებს

"იყო დრო, როდესაც ნეიმარს ტრავმა აწუხებდა და ამის გამო ძალზედ დამწუხრებული იყო. მაშინ იგი ფიქრობდა "ბარსელონაში" დაბრუნებაზე, ის განიხილავდა მადრიდის "რეალის" ვარიანტსაც, მაგრამ ახლა იგი ბედნიერია. რატომ უნდა დატოვოს მან მოცემულ მომენტში "პარი სენ-ჟერმენი"? ჩემი აზრით იგი პარიზულ კლუბში მინიმუმ კიდევ 2 წლით დარჩება. ახლა ისეთი დროა, უფრო დიდი შანსია მესი ვიხილოთ "პსჟ"-ეს შემადგენლობაში, ვიდრე ნეიმარი "ბარსაში". ამას სერიოზულად ვამბობ. არ შეიძლება არ დააფასო ყატარის ეკონომიკური შესაძლებლობები"-ციტირებს გამოცემა Veja ვაგნერ რიბეიროს სიტყვებს.
ამჟამად ნეიმარი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისათვის ემზადება. 23 აგვისტოს ჩანიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდება. შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.