Nos : კუმანი ცვლილებებს აანონსებს

"დიახ, ასე მსურს. თუ შენ ახალგაზრდა ფეხბურთელში უამრავ ფინანსურ რესურსს ხარჯავ, მაშინ იგი იმ პოზიციაზე მაინც უნდა გამოიყენო, რაც მისთვის მშობლიურია. ზუსტად იგივე ეხება ანტუან გრიზმანსაც. ის არ არის ვინგერი. მან უნდა იასპარეზოს იქ, სადაც მიჩვეულია. ასეთ დროს, ფეხბურთელის შესაძლებლობა მაქსიმალურად იხსნება."-ციტირებს გამოცემა Nos რონალდ კუმანის სიტყვებს.
შეგახსენებთ, კატალონიის "ბარსელონამ" კიკე სეტიენი, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ (8:2) მყისიერად გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ხსენებულ მარცხს შეეწირა ერიკ აბიდალის სამსახურიც. ეს უკანასკნელი "ბარსელონას" სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.