პსჟ კილიან მბაპეს შენარჩუნებას ცდილობს

პსჟ კილიან მბაპეს შენარჩუნებას ცდილობს კილიან მბაპე, რომელიც ამ მომენტში პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს შესაძლოა ფრანგულ კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს. აღნიშნულ ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი აბდელა ბულმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ავრცელებს.

პოსტში ნათქვამია, რომ დედაქალაქური კლუბის სპორტული დირექტორი, ლეონარდო, მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ფეხბურთელის გარემოცვასთან. პარიზელები 22-წლის ფორვარდის კლუბში დარჩენას ისახავენ მიზნად. წყაროს ცნობით პსჟ-ს მესვეურები კილიან მბაპეს კლუბში ცენტრალურ როლს სთავაზობენ.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პარიზელებს სურთ კილიან მბაპესთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმონ, თავად ფეხბურთელს კი სხვა კლუბში გადასვლის გარანტია მისცენ ერთი წლის შემდეგ. პსჟ-ს ხელმძღვანელობას კილიანის თანხმობისა და ფრანგის შენარჩუნების იმედი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 22-წლის ფორვარდის სატრანსფერო უფლებებისთვის ბრძოლაში მადრიდის რეალია ფავორიტი.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ