ჟორდანი: "ინტერს" უდიდეს პატივს ვცემთ

ჟორდანი: "ინტერს" უდიდეს პატივს ვცემთ მილანის "ინტერთან" მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა "სევილიას" ნახევარმცველი ჟოან ჟორდანი. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის ფინალური მატჩი მილანის "ინტერსა" და "სევილიას" შორის 21 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

"ვიცით, რომ წინ ძალიან მძიმე მეტოქე გველის. ჩვენ დიდ პატივისცემას ვიჩენთ "ინტერის" მისამართით. ეს იქნება უმძიმესი მატჩი. შესაძლებელია ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტოს. ამ ფინალს ვიმსახურებთ. სასიამოვნოა, როდესაც ფინალურ პაექრობაში მეტოქედ მილანის "ინტერი" გყავს. სწორედ ამისთვის ვემზადებოდით მთელი სეზონი. ეს მძიმე წელიწადი იყო, თუმცა ამასთან ერთად იყო სასიამოვნო მომენტებიც. სრული უფლება გვაქვს, გამარჯვებასთან დაკავშირებით შესაბამისი პრეტენზია გვქონდეს."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ჟოან ჟორდანის სიტყვებს.

დღევანდელ ფინალურ მატჩს გერმანია უმასპინძლებს. კიოლნში გასამართ შეხვედრას ჰოლანდიელი არბიტრები განსჯიან.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.