მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი დანი ოლმოთი ინტერესდებიან

წყაროს ცნობით მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები 23-წლის ესპანელს რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
კრისტიან ფალკი აღნიშნავს, რომ ნახევარმცველის რომელიმე მანჩესტერულ კლუბში ტრანსფერი შესაძლებელია, თუ კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე, კატალონიის ბარსელონა, დანი ოლმოს სატრანსფერო ღირებულებას ვერ გადაიხდის.
TRUE✅ If Barca can‘t pay him: @ManUtd and @ManCity are interested in @daniolmo7 of @RBLeipzig. Scouts of United watched Olmo at many matches pic.twitter.com/y2u7IE39vd
— Christian Falk (@cfbayern) October 20, 2021
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანური გრანდის მესვეურები მზად არიან ოლმოს სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადონ. მიმდინარე სეზონში 23-წლის ფეხბურთელმა ლაიფციგის მაისურით ჯამში 2 შეხვედრა ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.