მადრიდის რეალი ზალცბურგის ტალანტით ინტერესდება

მადრიდის რეალი ზალცბურგის ტალანტით ინტერესდება ცნობილი სპორტული გამოცემა Sky Germany-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის რეალის მესვეურები ზალცბურგის ახალგაზრდა თავდამსხმელით, კარიმ ადეიემის შეძენით ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით მომავალ კვირას ესპანური გრანდის წარმომადგენლები 19-წლის გერმანელი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ. კარიმ ადეიემის მოქმედი კონტრაქტი ავსტრიულ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით 19-წლის თავდამსხმელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს. მადრიდის რეალის გარდა ადეიემის სატრანსფერო უფლებებით ინტერი და ატლეტიკოც ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა თავდამსხმელმა ზალცბურგის მაისურით ჯამში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გატანა მოახერხა. კარიმ ადეიემის აქტივში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 4 გოლიცაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ