ჯონ ჯონსი ჟურნალისტს: მოეშვი ჩემს გოგოებზე ყბედობას

ჯონ ჯონსი ჟურნალისტს: მოეშვი ჩემს გოგოებზე ყბედობას ჯონ ჯონსი - UFC-ს ყოფილი ჩემპიონი გამომცემლობა MMA Fansided-ის ჟურნალისტს ემი კაპლანს, რომელმაც მებრძოლის დაკავების დეტალებზე სტატია გამოაქვეყნა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გაჩუმებას სთხოვს.

«პირველ რიგში, შენ ნამდვილ ჯადოქარს ჰგავხარ. შეწყვიტე ჩემს გოგოებზე ყბედობა. შენ წარმოდგენა არ გაქვს რა არის მათი ნორმა. შენი განსჯები გულისრევას იწვევს, ამიტომ შემეშვი!» – წერს ჯონ ჯონსი.

UFC-ს ყოფილი ჩემპიონის პოსტს, რომელიც ახლახანს ოჯახური ძალადობის ბრალდებით ლას-ვეგასში დაკავებული იყო, მალევე თავად ჟურნალისტი გამოეხმაურა: «მისთვის არაფერი მიმიწერია, თუმცა მის დაკავებასა და ოჯახური ძალადობის ინციდენტებზე ღიად ვსაუბრობდი - ჩემი გრძნობები ამ საკითხთან მიმართებაში არასდროს დამიმალავს. ნაწილობრივ დავწერე, რომ მისი შვილისთვის ოჯახური ძალადობა ნორმა გახდება, ისინი ამას შეეჩვევიან. აი ამას გულისხმობდა ის».

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ