ჯეიმი კარაგერი: სულშერი პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს

ჯეიმი კარაგერი: სულშერი პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს ლივერპულის ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი Sky Sports-თან ინტერვიუში ულე გუნარ სულშერის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გაწეულ სამუშაოებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.

«მუდამ მესმის, რომ სულშერი მანჩესტერ იუნაიტედის წარსულზე საუბრობს. ყველაფერი ეს ისტორიის გაკვეთილს ჰგავს. ულე იმ შეუდარებელი გუნდის ნაწილი იყო, თუმცა რას საქმიანობს ის ახლა? რა იდეა აქვს? გეგმას ვერ ვხედავ», — კარაგერის სიტყვებს ციტირებს Sky Sports.

«მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, სულშერი პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. ის გვარდიოლას, კლოპის ან ტუხელის დონის მწვრთნელი არ არის. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ულე ტიტულს მოიპოვებს სამუშაოს შეინარჩუნებს, თუმცა რეალურად მას მხოლოდ ინგლისის თასის ან ევროპის ლიგის მოგება შეუძლია. ასეც, რომ მოხდეს მანჩესტერელებს მაინც ახალი მწვრთნელი დასჭირდებათ», — დაასრულა კომენტარი ლივერპულის ყოფილმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ სულშერი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ამ დროის განმავლობაში წითელი ეშმაკები ინგლისის პრემიერ ლიგის სამეულში ვერცერთხელ ვერ მოხვდნენ. მიმდინარე სეზონში იუნაიტედი სატურნირო ცხრილის მე-6 საფეხურზე 14 ქულით იმყოფებიან.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ