ბარსელონამ საშინაო სტადიონის სარეკონსტრუქციო პროექტი წარადგინა

ბარსელონამ საშინაო სტადიონის სარეკონსტრუქციო პროექტი წარადგინა ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის ბარსელონამ კამპ ნოუს სარეკონსტრუქციო პროექტი ოფიციალურად წარადგინა.

კატალონიური კლუბის მესვეურები მიზნად ისახავენ საშინაო სტადიონს მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარონ და გარშემო ტერიტორიის მოდერნიზაცია მოახდინონ.

პროექტის რეალიზაციას დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო დასჭირდება. არენის რეკონსტრუქციისთვის აღნიშნული თანხის 60 პროცენტის დახარჯვა იგეგმება. თუ აღნიშნული სარეკონსტრუქციო გეგმა დადასტურებული იქნება, მოდერნიზაცია 2022 წელს დაიწყება და 2027 წლისთვის დასრულდება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ