ლებრონ ჯეიმსი: მსგავსი რამ არ მოხდება

«მსგავსი რამ არ მოხდება. პირველ რიგში, კალათბურთს, რომ ვთამაშობ ტრავმებზე არ ვფიქრობ. როდესაც სათამაშო დროს ვამცირებ თავს გაცილებით ცუდად ვგრძნობ», – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
ლეიკერსის ლიდერს, რომელსაც დეკემბერში 37 წელი შეუსრულდება NBA-ში ჩატარებული 18 სეზონის განმავლობაში არცერთხელ არ გაუტარებია მოედანზე 34 წუთზე ნაკლები.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე 20 ოქტომბერს გამართავს. ფრენკ ფოგელის გაწვრთნილი გუნდი გოლდენ სტეიტ უორიორს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.