ჩემპიონთა ლიგა - დღევანდელი მატჩები

ჩემპიონთა ლიგა - დღევანდელი მატჩები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები დღეს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ატლეტიკო ლივერპულს მიიღებს, შახტარი მადრიდის რეალს დაუპირისპირდება, ხოლო პსჟ გერმანული ლაიფციგის დამარცხებას ეცდება.

19 ოქტომბერს შემდეგი შეხვედრები გაიმართება:
  • ბეშიქთაში (თურქეთი) - სპორტინგი (პორტუგალია)
  • ბრიუგე (ბელგია) - მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
  • ატლეტიკო (ესპანეთი) - ლივერპული (ინგლისი)
  • ინტერი (იტალია) - შერიფი (მოლდოვა)
  • აიაქსი (ნიდერლანდები) - დორტმუნდის ბორუსია (გერმანია)
  • შახტარი (უკრაინა) - მადრიდის რეალი (ესპანეთი)
  • პსჟ (საფრანგეთი) - რბ ლაიფციგი (გერმანია)
  • პორტუ (პორტუგალია) - მილანი (იტალია)

ტურის ცენტრალური მატჩი ატლეტიკოსა და ლივერპულის დაპირისპირება იქნება. მერსესაიდელები ამ მომენტისთვის 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო უახლოესი მდევარი 4 ქულით მადრიდის ატლეტიკოა.

არანაკლებ საინტერესო იქნება ნიდერლანდებში სტუმრად ჩასული დორტმუნდის ბორუსიას თამაშიც. C ჯგუში აიაქსი 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. იდენტური მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს მარკო როსეს გაწვრთნილი გუნდიც. ამრიგად დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უნდა გამოაშკარავდეს C ჯგუფის აშკარა ლიდერი.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ