სიტი მზადაა რაჰიმ სტერლინგი ბარსელონას 80 მილიონ ევროდ დაუთმოს

სიტი მზადაა რაჰიმ სტერლინგი ბარსელონას 80 მილიონ ევროდ დაუთმოს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის ბარსელონა მანჩესტერ სიტის თავდამსხმელით, რაჰიმ სტერლინგით ინტერესდება.

მიუხედავად ესპანური გრანდის სურვილისა Marca-ს ინფორმაციით კატალონიელებს ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება. ქალაქელებს რაჰიმ სტერლინგის სატრანსფერო უფლებების ნაცვლად 80 მილიონი ევროს მიღება სურთ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო ესპანური გრანდის მესვეურებს ნახსენები თანხის გადახდა გაუჭირდებათ.

26-წლის მანჩესტერ სიტის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში რაჰიმ სტერლინგმა სიტის შემადგენლობაში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისელის აქტივში 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ