ბარსელონამ შესაძლოა ხოსეპ ბართომეუს სასამართლოში უჩივლოს

წყაროს ინფორმაციით კატალონიური კლუბის მმართველი საბჭოს წევრების შეკრება ხოან ლაპორტას მიმართ მოწოდებით დამთავრდა, რომ ამ უკანასკნელმა ესპანური გრანდის ყოფილი პრეზიდენტის ხოსეპ ბართომეუს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
«თუ ჩვენ დავადგენთ, რომ აღინიშნება დანაშაულის კვალი ჩვენ რათქმაუნდა სასამართლოს მივმართავთ. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ ჩვენ სასამართლოში გამარჯვების სრული გარანტია გვექნება», — ხოან ლაპორტას სიტყვებს ციტირებს Marca.
შეგახსენებთ, რომ ბართომეუ კატალონიური კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლის 23 იანვრიდან 2020 წლის 27 ოქტომბრამდე იკავებდა. 2021 წლის მარტში კატალონიის ბარსელონას პრეზიდენტი ხოან ლაპორტა გახდა.