უეფა ინგლისის ნაკრების დასჯას აპირებს

უეფა ინგლისის ნაკრების დასჯას აპირებს Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო-2020-ზე ფინალური შეხვედრის დღეს ინგლისის ნაკრების გულშემატკივრების არასათანადო საქციელის გამო უეფა ინგლისელების დასჯას აპირებს.

იტალიასთან შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით ასამდე ინგლისელი გულშემატკივარი სტადიონზე შეღწევას ცდილობდა. მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრები მოედანზე გამორბოდნენ, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს და ფოირვერკი აანთეს.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან (FA) დაკავშირებით უეფა დღეს, 18 ოქტომბერს მიიღებს გადაწტვეტილებას. სავარაუდოდ ნისლიან ალბიონზე ინგლისელებს მინიმუმ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ ცარიელი ტრიბუნების ფონზე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ