«ლეიკერსმა» «პორტლენდი» დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა

«ლეიკერსმა» «პორტლენდი» დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩში «ლეიკერსი» «პორტლენდს» დაუპირისპირდა და ანგარიშით 111:88 (27:19, 29:20, 32:19, 23:30) გამარჯვება მოახერხა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი «ლეიკერსის» ფორვარდი ენტონი დევისი გამოდგა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა ირიცხება.

აღნიშნული გამარჯვებით «ლეიკერსმა» ოთხ გამარჯვებამდე სერიაში ანგარიში 1:1 გაათანაბრა. შემდეგი შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისის დროით 04:30 საათზეა ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.