მადრიდის რეალი მზადაა ქარიმ ბენზემას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

მადრიდის რეალი მზადაა ქარიმ ბენზემას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს ცნობილი სპორტული ინტერნეტ პორტალის Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის რეალის მესვეურები მზად არიან, ესპანური გრანდის ფრანგ თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას, მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივონ.

წყაროს ინფორმაციით სამეფო კლუბს სურს ბენზემასთან ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმოს. მიუხედავად კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ პრესაში გავრცელებული ხმებისა, ამ ჟესტით მადრიდული გრანდის მესვეურები ცდილობენ ფრანგ თავდამსხმელს ნდობა გამოუცხადონ.

მიმდინარე სეზონში 33-წლის ფრანგმა ფორვარდმა მადრიდის რეალის მაისურით ჯამში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქარიმ ბენზემას აქტივში 9 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

ფრანგი თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლომდეა გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ