სანდრო ვაგნერი: ლიონელ მესი ოქროს ბურთს არ იმსახურებს

სანდრო ვაგნერი: ლიონელ მესი ოქროს ბურთს არ იმსახურებს მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ცნობილ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია ლიონელ მესის კანდიდატთა სიაში ყოფნა.

«ლიონელ მესი ოქროს ბურთს არ იმსახურებს. მიმდინარე სეზონში აღნიშნული ტიტული ჯორჯო კიელინიმ დაიმსახურა. შემდეგ მოდის რობერტ ლევანდოვსკი. მესის 0 პროცენტი აქვს», — სანდრო ვაგნერის სიტყვებს ციტირებს Bild.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს გამოცემა France Football-მა უკვე გამოაქვეყნა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 30 კანდიდატის სია. დაჯილდოვების ცერემონია 29 ნოემბერს შატლეს თეატრში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ