მიუნხენის ბაიერნმა ლევერკუზენს 4 გოლი 8 წუთში გაუტანა

შეხვედრაში გოლები გაიტანეს:
- რობერტ ლევანდოვსკი - 4'
- რობერტ ლევანდოვსკი - 30'
- თომას მიულერი - 34'
- სერჟ გნაბრი - 35'
- სერჟ გნაბრი - 37'
აღსანიშნავია, რომ 5-დან 4 გოლის გატანა რეკორდმაისტერმა პირველი ტაიმის 30-დან 37 წუთამდე მოახერხა. იულიან ნაგელსმანის გუნდი ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე იმყოფება, ხოლო ლევერკუზენის ბაიერი მესამე ადგილს იკავებს.