გარი ლინეკერი: მოჰამედ სალაჰი მესიდ გადაიქცა

«აი ეს მესმის! მო სალაჰი ლიონელ მესიდ გადაიქცა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვითარდება მატჩის მოვლენები, ერთ-ერთი, რაც ძალიან მომწონს სალაჰში არის ის, რომ მუდამ მომღიმარი თამაშობს. შესანიშნავი ფეხბურთელი და არაჩვეულებრივი ადამიანი», — წერს გარი ლინეკერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
My, my. Mo has morphed into Messi.
— Gary Lineker 💙 (@GaryLineker) October 16, 2021
შეგახსენებთ, გუშინ 16 ოქტომბერს ინგლისის ჩემპიონატის VIII ტურში ლივერპული უოტფორდს დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ეგვიპტელმა ერთი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში.