ჯეიმი კარაგერი: მოჰამედ სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ჯეიმი კარაგერი: მოჰამედ სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია ლივერპულის ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე მერსესაიდის თავდამსხმელზე მოჰამედ სალაჰის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ეგვიპტელ ფეხბურთელს მსოფლიოში საუკეთესოდ მოიხსენიებს.

ინგლისის ჩემპიონატის VIII ტურში ლივერპული უოტფორდს დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ეგვიპტელმა თავდამსხმელმა აღნიშნულ მატჩში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

«სალაჰი — ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია», — წერს ჯეიმი კარაგერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ