დენიელ კორმიე ჯონ ჯონსს რჩევას აძლევს

შეგახსენებთ, რომ ლას-ვეგასში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჯონ ჯონსი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს, საბოლოო ჯამში კი MMA-ს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მებრძოლი ჯექსონ-უინკის სპორტ დარბაზიდან გარიცხეს.
«მაიკლ ვინკელჯონის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ იგი ძალიან პრინციპული ადამიანია. იგი მზადაა საკუთარი შეხედულებების გამო დიდ თანხებზე უარი თქვას, რაც პატივისცემას იმსახურებს. ამავდროულად ის ფაქტი, რომ მიდის ადამიანი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჯონსს წარმატებების გზაზე მიჰყვებოდა თავად ჯონსისთვის უნდა გახდეს საგანგაშო სიგნალი
ადამიანებს, რომლებსაც ახლობლები ეტაპობრივად ტოვებენ ორი გზა აქვთ. პირველი: საკუთარი ცხოვრების მოწესრიგება და კვლავ მწვერვალზე დაბრუნება, ხოლო მეორე: საბოლოოდ დაცემა. ამ ორ გზას შორის კი საკმაოდ ფაქიზი საზღვარია.
მე და ჯონსი მეგობრები ვერასდროს ვიქნებით, თუმცა ადამიანურად ვურჩევ საკუთარ ცხოვრებას კონტროლი გაუწიოს. ჯონისთვის კარგი იქნება თუ ისეთი ადამიანების წრეში იქნება, რომლებიც მას სწორ პასუხებს მისცემენ, რადგან ამჟამინდელი გადმოსახედიდან ის უფსკრულისგან ერთ ნაბიჯშია», — ამბობს დენიელ კორმიე.