რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა რეალში გააგრძელოს

რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა რეალში გააგრძელოს რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ამ მომენტში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს შესაძლოა უახლოეს პერიოდში მადრიდის რეალში გადავიდეს. გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით პოლონელმა ფორვარდმა შესაძლოა რეკორდმაისტერი დატოვოს.

Fichajes წერს, რომ 33-წლის პოლონელი გარემოს შეცვლის ვარიანტებს ეძებს. რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა მისმა კლიენტმა კარიერა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მანჩესტერ სიტიში გააგრძელოს.

როგორც ჩანს 33-წლის ფორვარდისთვის კიდევ ერთი ვარიანტი მადრიდის რეალია.

მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის ბაიერნის მაისურით ჯამში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პოლონელი ფეხბურთელის აქტივში 13 გოლია. პორტალის Transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ