სერიის ისტორიაში FIFA 22 ყველაზე წარმატებული გამოდგა

სერიის ისტორიაში FIFA 22 ყველაზე წარმატებული გამოდგა ფეხბურთის მოყვარულები წლიდან წლამდე ელიან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმულატორის FIFA-ს ახალ ვერსიებს. 1 ოქტომბერს გამოვიდა სერიის მორიგი ვერსია FIFA 22, რომელიც ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ თამაშში 9,1 მილიონი უნიკალური მოთამაშე შევიდა. FIFA Ultimate Team-ში კი 7,6 მილიონი გუნდი შეიქმნა, ჯამში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმულატორში 460 მილიონი მატჩი გაიმართა.

Metacritic-ზე FIFA 22-მა მოთამაშეებისგან 10 შესაძლოდან 1,7 ქულა მიიღო. თამაშის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება მეკარეებს შეეხოთ. დეველოპერებმა საჯარიმო დარტყმებისას და მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლისას გოლკიპერების თამაშის დონე დაასუსტეს.

რაც მნიშვნელოვანია, ამიერიდან მსაჯი ბურთზე სუფთა თამაშისას ჯარიმას აღარ დააფიქსირებს.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ