ვერატი : ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი 90 წუთი ამ კლუბის ისტორიაში

"უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მარტივი საქმე არასდროს არ არის. წინ მხოლოდ 90 წუთია დარჩენილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი 90 წუთი - ამ კლუბის ისტორიაში. აუცილებელია მზად ვიყოთ. მოცემულ მომენტში თავს უკეთ ვგრძნობ და სულ უფრო ხშირად ვარჯიშობ გუნდთან ერთად. საერთო ჯგუფთან ერთად ბოლო 2-3 დღეა რაც ვმუშაობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ფინალისთვის მზად ვიყო. მოედანზე გასვლა ნახევარფინალშიც შემეძლო. საბოლოო არჩევანი, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა."-აღნიშნავდა მარკო ვერატი.
შეგახსენებთ, 27 წლის ფეხბურთელს კუნთების პრობლემა აღენიშნებოდა. მან ხსენებული დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო, როდესაც საკუთარ თანაგუნდელს შეეჯახა.