მესი თუ რონალდუ? - სერხიო აგუერო საუკეთესოს ასახელებს

მესი თუ რონალდუ? - სერხიო აგუერო საუკეთესოს ასახელებს სერხიო აგუერო, რომელიც ამ მომენტისთვის კატალონიის ბარსელონას ღირსებას იცავს Record-თან ინტერვიუში თანამედროვე ფეხბურთის ორ ვარსკვლავზე კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

«კრიშტიანუ რონალდუ უფრო განვითარებული ფორვარდია, ვიდრე ლეო. ის ყოველთვის თავდაჯერებულია, თითოეულ ფინალში. რონალდუ მუდმივად იტანს, იტანს და იტანს», — 33-წლის არგენტინელის სიტყვებს ციტირებს Record.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო კატალონიურ კლუბს მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა. მანჩესტერ სიტი არგენტინელმა ფორვარდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

33-წლის თავდამსხმელს ტრავმის გამო სეზონის დასაწყისის გამოტოვება მოუწევს. გამოკვლევის პროცესში გამოაშკარავდა მყესების სერიოზული დაზიანება, რომელიც სერხიო აგუეროს აღენიშნება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება მოახერხა. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ამ უკანასკნელმა 115-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ