პოლ პოგბამ შესაძლოა კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისის ბოლოს 28-წლის ფრანგი თავისუფალი აგენტი გახდება და იმ შემთხვევაში თუ მოქმედ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს ინგლისელებთან, წითელი ეშმაკების უსასყიდლოდ დატოვებას შეძლებს.
თავის მხრივ კატალონიური კლუბის მესვეურები პოლ პოგბას ტრანსფერის მიზანშეწონილობას სკეპტიკურად უყურებენ და ძირითად მიზეზად 28-წლის ფრანგის მაღალი ანაზღაურება სახელდება.
მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში პოლ პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 28-წლის ნახევარმცველის აქტივში 7 შედეგიანი გადაცემაა.